"მოსამართლემ შემეშალაო და უკან მიგვაბრუნეს", -რა შეეშალა თემურ ცამციშვილსი საქმის მოსამართლეს?
თარიღი : 28-11-2014, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება შეცდომით გამოაცხადა.
სასამრთლომ ცამციშვილი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა, თუმცა მოსამართლეს ჯარიმის თანხა რამდენჯერმე შეეშალა.
„მოსამართლემ ჯერ თქვა, რომ ჯარიმა 6 000 ლარი იყო, შემდეგ გამოაცხადა შემეშალა და 8 000 ლარი არისო. ხოლო როდესაც დასრულდა განაჩენის გამოცხადება და დარბაზს ვტოვებდით, უკან მიგვაბრუნეს, მოსამართლემ შემეშალა და 6 000 ლაარი არისო. მოსამართლე ძალიან დაბნეული იყო,“ - ამბობს ცამციშვილი.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ცამციშვილს პროკურატურა სამსახურებრივი ულებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება.