თემურ ცამციშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 6 000 ლარის გადახდა დააკისრა
თარიღი : 28-11-2014, 16:51 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ცამციშვილს ჯარიმის სახით 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.
სასამართლომ ცამციშვილის საქმის განხილვა დაასრულა და საქმეზე დღეს საბოლოო განაჩენი გამოაცხადა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრები და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ესწრებოდნენ.
თემურ ცამციშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხის გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მასალების მიხედვით, გაფლანგვა იმაში გამოიხატა, რომ ქუთაისიდან თბილისამდე ხელოვანების ტრანსპორტირებისათვის ცამციშვილმა ხარჯები ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე მითითებული 220 კილომეტრის ნაცვლად, 240 კილომეტრზე გამოწერა. თავად ცამციშვილმა პროკურატურის ამ ბრალდებას ასე უპასუხა: „ქუთაისის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მუშაკებს ვერ ვაკადრები ტრაფარეტიდან ტრაფარეტამდე ევლოთ“.
ცამციშვილსიათვის წაყენებული ბრალი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლიდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლისა და 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.