Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის 185 წლის იუბილე და ხელისუფლების საჩუქრები სკოლას

თარიღი : 28-11-2014, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის იუბილე აღნიშნეს.აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა 185 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიებები სკოლის შენობაში მუზეუმის გახსნით დაიწყო. მუზეუმი ქუთაისის მერმა განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად გახსნა. საექსპოზიციო დარბაზში სასწავლებლის დაახლოებით 200 -წლიანი ცხოვრებაა გადმოცემული. ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის შენობა ისტორიული ძეგლია და კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნება. სკოლა დამთავრებული აქვს რამდენიმე ასეულ საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის აკაკი წერეთელს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, ნიკო ნიკოლაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს და სხვებს. საიუბილეო ღონისძიებები ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა. საიუბილეო საღამოზე საპატიო სტუმრებად ცნობილი კურსდამთავრებულები მიიწვიეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სკოლას „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ დათო დვალმა ბიბლია გადასცა.


ნანახია: 1936-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანმანათლებლო დაწესებულებამ იუბილე ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში აღნიშნა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების მხარდამჭერი ქუთასის მერიაა.

ამინდი