სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს

არასამთავრობოებმა პარლამენტთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.
როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს სამარცხვინოა.
აქციის მონაწილეები ე.წ.გასაღების კვლავ შსს-სთვის დატოვებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებით წარმოდგენილი 2 კანონპროექტიდან ისინი უპირატესობას ხმალაძის კანონპროექტს ანიჭებდნენ.
"ყველაზე ნაკლებად სასურველ კანონზე შეაჩერა პარლამენტმა არჩევანი. ამ სირცხვილის თაობაზე ნათელი წარმოდგენა თვითონ საკითხის ინიციატორებსა და მასში ჩართულ პირებს არ აქვთ. გუშინ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა ამომრჩევლის დაკვეთა," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.