ყაჩაღობა ტყიბულის რაიონში- ნიღბიანებმა 30 ლარი წაიღეს
თარიღი : 28-11-2014, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ყაჩაღობა მოხდა.
სამმა ნიღბიანმა პიროვნებამ კაკალაძეების ოჯახი დააყაჩაღა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ყაჩაღები ფულსა და ოქროს ითხოვდნენ.
„22:00 საათი იქნებოდა, 3 ნიღბიანი შემოგვივარდა სახლში. ფულს და ოქროს ითხოვდნენ. მე და ჩემს მეუღლეს ხელ-ფეხი შეგვიკრეს და პირი აგვიკრეს. პირველ სართულზე 30 ლარის გარდა რომ ვერაფერი ნახეს, მეორე სართულზე ავიდნენ და იქ გააგრძელეს ძებნა, რა დროსაც შემთხვევით მეზობლები შემოვიდნენ. მათი ხმის გაგონების შემდეგ, ისინი ჩუმად, მეორე სართულიდან გაიპარნენ“, - აცხადებს დაზარალებული ნელი კაკალაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ძარცვის მუხლით არის აღძრული.