მინისტრებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს
თარიღი : 27-11-2014, 16:56 | კატეგორია: საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთში ახალ შენობაში იმუშავებს. რეაბილიტირებული შენობა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნეს.
სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა კონტროლს სააგენტო ახორციელებს.
ოთარ დანელიამ სააგენტოს თანამშრომლებს დღესვე ახალი უფროსი გააცნო. ზაზა დოლიძე სააგენტოში მოსვლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.