ქურდობაში რამდენჯერმე ბრალდებული არასრულწლოვანი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლდა
თარიღი : 27-11-2014, 12:50 | კატეგორია: სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ახორციელებდნენ არასრულწლოვანი ბრალდებულის გ.გ.-ს დაცვას. გ.გ.-ს ბრალი ედებოდა არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში. ამასთანავე არასრულწლოვანი გ.გ. ადრეც იყო შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი ბრალდებულის გ.გ.-ს მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულს არ დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატი და მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნა წამოაყენა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა და არასრულწლოვან ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა.ადვოკატმა მოითხოვა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულისათვის შეეცვალათ პატიმრობა 1000 ლარის ოდენობის გირაოთი და დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინათ პატიმრობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეაფასა ადვოკატის მოთხოვნა და ჩათვალა, რომ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი. სსამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის საჩივარი და არასრულწლოვანი ბრალდებული გ.გ. სასამართლოს სხდომის დარბაზიდან 1000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.