29 ნოემბერს ქუთაისში 8 400 აბონენტს შუქი გაეთიშება
თარიღი : 27-11-2014, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შაბათს, მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი 2" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრს და მიმდებარე უბნებს.
"35/6 კვ ქვესადგურში “ქუთაისი 2” ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ქუთაისის ცენტრში და შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფის, თბილისის, კოსტავას, გელათის, ფალიაშვილის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის, გოგებაშვილის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონეტებს და აქ არსებულ დაწესებულებებს, მათ შორის სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 8400 აბონენტს. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით მსგავს ღონისძიებებს ენერგოკომპანია პერიოდულად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში," - აცხადებენ "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში.
დაგეგმილი სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.