"კორუფციულ საქმეში ჩართულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 36 000 ლარიანი პრემია აიღო"

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში კვლავ იბარებს.
უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მინისტრს „ნაციონალების“ ფრაქციის სხდომაზე მისვლის თხოვნით ერთი წლის განმავლობაში ბევრი წერილი გაუგზავნეს, თუმცა მისგან მიღებული ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.
დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ ძალოვან მინისტრთან ბევრი კითხვა დაუგროვდათ კრიმინალთან და მის უწყებაში გაცემულ მაღალ პრემიებთან დაკავშირებით.
„ჭიკაიძემ მოიმიზეზა, რომ დიპლომატებთან აქვს შეხვედრა. ის ასეთ თავხედობას ვერ გაბედავდა, თუმცა მას ირაკლი ღარიბაშვილმა ურჩია, რომ არ სცეს პატივი უმცირესობას და არც მთლიანად პარლამენტს. გვაინტერესებს მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც 2014 წლის მაისში პრემიის სახით 36 000 ლარი აიღო, რატომ იღებს ამხელა პრემიას? ზედელაშვილის, რომელიც მინისტრის პირველი მოადგილეა, ყოველთვიური ხელფასი 12 000 ლარია. გვაინტერესებს, რატომ არის ჩართულ ის კორუფციულ საქმეში. მესმის, რომ ჭიკაიძის გამოჩენა თქვენ გერიდებათ. ადამიანი, რომელსაც თალიბანი ჰგონია პიროვნება, წარმომიდგენია, გუანტანამოს ციხე რა ეგონება,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.