Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწრაფოს ახალი მანქანები და ინსტრუქცია იმერეთს: გაუფრთხილდით მანქანებს

თარიღი : 26-11-2014, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპი დასავლეთ საქართველოდან დაიწყო. დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მანქანების გადაცემის ცერემონია ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დასავლეთ საქართველოს რეგიონის რწმუნებულებთან და რაიონების მაჟორიტარებთან ერთად დაესწრო.
„სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკის განახლების პროცესი იმ გრაფიკით მიმდინარეობს, რომელიც ჯანდაცვის უწყებამ საზოგადოებას წარუდგინა. მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით ამორტიზებული სასწრაფო დახმარების მანქანა გამართული ავტომობილით ჩანაცვლდება,“ - განაცხადა სერგეენკომ.
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა რაიონებს მოუწოდეს, ახალ ავტომანქანებს გაუფრთხილდნენ.
იმერეთის რეგიონს 12 მაღალი და 3 საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადაეცა.


ნანახია: 1789-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი
ახალი კარდიოგრაფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.
გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარით უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ყველა მანქანა.
როგორც სერგეენკო აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში მსხდომების დაზიანებები მსუბუქია, სამართალდამცველების კი, _
„ჩემი ოჯახის კლინიკის“ მფლობელობაში არსებული ფართიდან სამსახურმა მისთვის განკუთვნილ შენობაში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც სასწრაფო