იუსტიციის მინისტრმა სოფელ გეგუთში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
თარიღი : 25-11-2014, 16:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ გეგუთშიც ამოქმედდება. სერვისცენტრი 25 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში გეგუთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.
გეგუთის საზოგადოებრივი ცენტრი საქართვველოში რიგით მე-15 ცენტრია.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.