Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი კალათბურთელები შსს-ს გუნდთან შესახვედრად ემზადებიან

თარიღი : 25-11-2014, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საკალათბურთო გუნდი ,,ქუთაისი 2010“ საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდი ამჯერად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს დაუპირისპირდება. თამაში ქუთაისში, რეაბილიტირებულ სპორტის სასახლეში 28 ნოემბერს გაიმართება. გუნდებს ბრძოლა საქართველოს თასისთვის უწევთ. პირველი საშინაო თამაშის წაგების მიუხედავად, გუნდში აცხადებენ, რომ მომავალ ტურებში გამარჯვების იმედი აქვთ, რისთვისაც ყოველდღიურ ვარჯიშებს გადიან.
კალათბურთელების განცხადებით, დიდი სურვილი აქვთ, რომ მიმდინარე წელსაც თასი ქუთაისში დარჩეს.
,,მოგების იმედით ვართ. საქართველოს თასი შარშან ჩვენ მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა წელსაც დიდი სურვილი გვაქვს თასი ქუთაისში დარჩეს. იმისთვის, რომ ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, პირობები შესაბამისი გვაქვს,“ - ამბობს კალათბურთელი ბუბა კვიმსაძე.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ქუთაისის გუნდში და ვიბრძოლო პირველობისთვის. ქალაქის მერი ჩვენი გუნდის პირობებით დაინტერესებულია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნა. სპორტის სასახლეში არსებულ ბეტონის იატაკზე ვარჯიში არამარტო კალათბურთელისთვის, ყველა სპორტსმენისთვის თამაში გაუსაძლისი იქნებოდა,“ - ამბობს გუნდის კალათბურთელი ანატოლი ბოისა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კალათბურთელებმა იატაკი იმ ე.წ. სტიკერისგან გაათავისუფლეს, რომელიც გუნდის მიერ თბილისის გუნდთან პირველი თამაშის დროს ერთჯერადად გადაიკრა.


ნანახია: 1506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
გადამწყვეტი შეხევდრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 საათზე გაიმართება.
შეხვედრა ათქულიანი სხვაობით დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.
ოზურგეთის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ამინდი