"თვითმმართველობა იმ ბავშვის როლშია, რომელსაც მეურვის გარეშე ნაყინის ყიდვა არ შეუძლია"
თარიღი : 25-11-2014, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უარი თქვას „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე.
დეპუტატი პარლამენტში განსახილველად შესულ იმ კანონპროექტს იწუნებს, რომლის მიხედვით, თვითმმართველობებს ფინანსების განკარგვის უფლება არ ექნებათ და ვერც შესყიდვებს განახორციელებენ.
„ეს არის დრაკონული და კაბალური კანონი. იმ არასრულწლოვანი ბავშვის როლშია თვითმმართველობა, რომელსაც მეურვის გარეშე ხელის განძრევა და ნაყინის ყიდვა არ შეუძლია,“ - ამბობს თევდორაძე.