Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით"- თეიმურაზ კიკვაძე

თარიღი : 24-11-2014, 21:12 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორები“-ს თავმჯდომარეს თეიმურაზ კიკვაძეს.


მინი დოსიე: თეიმურაზ კიკვაძე; დაბადების თარიღი: 1952 წლის 12 აგვისტო; განათლება-უმაღლესი; პროფესია-ეკონომისტი; ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

1. დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ;
ვარ „კონსერვატიული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ვარ ქუთაისის მკვიდრი, მაქვს სათანადო სამეურნეო და ცხოვრებისეული გამოცდილება.
2. თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
მიმდინარე ეტაპზე ქუთაისისთვის მნიშვნელოვან პრობლემად მიმაჩნია სტატუსის სწორად განსაზღვრა და შესაბამისად, სამეწარმეო, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი ზონების შექმნის საკითხი.
3. როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამახსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?
ამომრჩეველი ჩემში დაინახავს მართალ სიტყვას და ქალაქის განვითარების საქმეში სწორ პოზიციას.
4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?
ვისურვებდი, 10 წლის შემდეგ ქუთაისიდან კი არ გარბოდნენ სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში, არამედ აქ იყოს ნორმალური ცხოვრების პირობები. განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის.
5. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....
ბავშვობაში ჩემი ოცნება ფეხბურთელობა იყო, რაც ნაწილობრივ ავისრულე.
6.რას შეცვლიდით თქვენს ცხვორებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
ჩემს ცხოვრებაში თითქმის არაფერს შევცვლიდი. ვნანობ, რომ უცხო ენების შესწავლას სათანადო ადგილი არ დავუთმე.
7. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
ჩემს ცხოვრებაში გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა ჰქონდა მამას.
8. დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.
წესიერ კაცობაზე ძვირფასი არაფერია. უნდა აკეთო სიკეთე, რაც შეიძლება მეტი, რადგან დრო ცოტაა.
9. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში დიდ პატივს ვცემ ზვიად ძიძიგურს, რადგან მან ცხოვრების ყველა ეტაპზე ღირსება შეინარჩუნა.
10. დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.
1. არ დავარღვევდი კონსტიტუციას; 2 არ გავყიდდი ქართულ მიწას; 3. თუ ქვეყანას არ გავაერთიანებდი, გადავდგებოდი.
11. გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.
საკრებულოში ყოფნის განვლილი პერიოდი არცთუ ხანგრძლივია. კურიოზებს მომავალში ველოდები, კარგი გაგებით.
12. ყველაზე მეტად, რასაც განვიცდი, არის.....
ადამიანების უპასუხისმგებლობა და თავხედობა.
13. ადამიანები მაოცებენ.....
ბიჭები (კაცები) მაოცებენ ბიჟუტერიით და საყურეებით.
14. თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?
ქუთაისში დავაპროექტებდი ოთხი მიმართულებით ავტოსადგურს.
15. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი ჩემთვის მუდმივ რეჟიმში მუშაობაა.
16. დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.
ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სასურველია მეტი ჩართულობა ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან.
17. ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.
18. როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.
ე.ი. გწამდეს უფლის და აკეთე სიკეთე.
19. ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......
საცხოვრებელი ბინის შეცვლა.
20. თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.
წინასაარჩევნო დაპირებებიდან ყველაზე რთულად ვთვლი სამუშაო ადგილების შექმნას.
21. რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
მხარდამჭერებს, თანამოქალაქეებს, ჩემს მეგობრებს ვეტყოდი, რომ ურთიერთპატივისცემით ვაკეთოთ საქმე და ყველაფერი კარგად იქნება.
22. რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?
პასუხი: ქალაქის მერს აქვს კარგი საარჩევნო პროგრამა. პატივს ვცემ მის პერსონას და მჯერა მისი.


ნანახია: 2281-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით? იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.

ამინდი