Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დავით წიტაიშვილი: ქართულმა ოცნებამ რაც გააკეთა ის არის, რომ ნაციონალები ჩაანაცვლა

თარიღი : 24-11-2014, 13:14 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრმა და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ჟურნალისტებს შეხვდა. ჩაის სახლში გამართულ შეხვედრაზე წიტაიშვილმა ჟურნალისტებთან ყურადღება ქალაქის საკრებულოში მის საქმიანობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. დეპუტატმა აქვე, ჟურნალისტებისაგან რეკომენდაციები მიიღო.
დავით წიტაიშვილის თქმით, ქალაქის საკრებულოს მრავალპარტიულობის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას დეპუტატები პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ქალაქის ინტერესებს აყენებენ.
ქალაქის საკრებულოს წევრმა ისიც განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვლიდან „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ ქუთაისში ოფისი ექნება, ხოლო პარტია პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება.
„ჟურნალისტი თავის ამომრჩეველთან და ჟურნალისტებთან უშუალო უნდა იყოს. ჩვენს პარტიას ძალიან გვინდა აქტივიზაცია. ქვეყანაში პროცესი არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. ერთიანი კოალიცია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სახით რომ ვერ გამოვა, ამას დიდი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა ის არის, რომ ჩაანაცვლა „ნაციონალური მოძრაობა“. 15 ნოემბერს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის და თითს გიქნევს, ეს არ არის ჩვენი დამსახურება. მთავრობა უნდა აკონტროლებდეს ამას,“ - ამბობს წიტაიშვილი.


ნანახია: 2386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალთა გაერთიანების პრეზენტაცია დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა.
ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა პარტია დატოვა.
სამი პოლიტიკური ძალა ერთ ფრაქციად გაერთიანდა
'ერთმანეთის შეცდომების გახსენებით დრო არ უნდა დავკარგოთ'
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით წიტაიშვილი ამავე საკრებულოს წევრის, ლაშა გვენეტაძის დაკავების ფაქტს საკრებულოს სხდომაზე
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ

ამინდი