ვანის სოფელ ბზვანის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა
თარიღი : 23-11-2014, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ვანში სოფელ ბზვანის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
გამოკვლევები ბზვანის საჯარო სკოლის შენობაში დილიდან დაიწყო. თერაპია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, პედიატრია, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები- ამ მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობას ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის ექიმთა ჯგუფი მოემსახურა.
აქცია იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის, ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ხურციძის, ფონდ "იავნანას" ვიცე-პრეზიდენტის მელორ ტყეშელაშვილის და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის კლინიკის დირექტორის მერაბ კვიცარიძის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
გამგებლის განცხადებით, უფასო სამედიცინო გამოკვლევები სხვადასხვა სოფლებში მომავალშიც გაგრძელდება.