სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა
თარიღი : 23-11-2014, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

სტიქია სამტრედიაში.
რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რაიონის დატბორვის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა, რის გამოც ყოველი წვიმის შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები იტბორება.
"მთლიანად დამეტბორა სახლი. აღარ ვარგა ტექნიკა და ინვენტარი. ყოველი წვიმის შემდეგ, მსგავს მდგომარეობაში ვართ. იქნებ ან ადგილობრივი, ან ცენტრალური ხელისუფლება რაიმეთი დაგვეხმაროს" - აცხადებს ადგილობრივი მაყვალა დანელია.
რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად რაიონში შექმნილ ვითარებას, სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია ადგილზე ეცნობა. მისი თქმით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება ვითარების შეფასება და დაზარალებულ ოჯახებს შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.