Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დეპუტატი ახლო ხედით"-გრიგოლ ქობალიანი

თარიღი : 23-11-2014, 12:53 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გსურთ უფრო ახლოს გაიცნოთ და მეტი იცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში საზოგადოების მანდატით მოხვდნენ?
თითოეული დეპუტატის პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური წარსული, ღიად გაცხადებული შეცდომები და წარმატებები, მთავარი გზავნილები პოლიტიკურ ოპონენტებს, ამომრჩევლებსა და უბრალოდ, კონკრეტული დეპუტატის საქმიანობით დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე პირებს. რუბრიკა „დეპუტატი ახლო ხედით“ მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებას და კონკრეტული დეპუტატის უკეთ გაცნობას კვირაში ორჯერ შეეცდება.
რუბრიკა -„დეპუტატი ახლო ხედით“ წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გრიგოლ ქობალიანს.


მინი დოსიე: გრიგოლ ქობალიანი; დაბადების თარიღი: 03.07. 1958; განათლება-უმაღლესი. ოჯახი: ჰყავს ორი შვილი.

კითხვა: დაასახელეთ სამი მიზეზი, რის გამოც ქუთაისის საკრებულოს წევრობა გადაწყვიტეთ; პასუხი: ქალაქის სიყვარული, ქვეყნის სიყვარული და პატარა ამბიცია.

კითხვა: თქვენი აზრით, რა არის ქუთაისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
პასუხი: უფუნქციობა.
კითხვა: როგორ ფიქრობთ, რამდენად გიცნობთ საკუთარი ამომრჩეველი და რა დაამხსოვრდება თქვენს ამორმჩეველს საკრებულოში თქვენი ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ?
პასუხი: ცნობით კარგად მიცნობს. დაამახსოვრდება გაკეთებული საქმეები.
კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 10 წლის შემდეგ და როგორ ხედავთ მის განვითარებას?
პასუხი: ქუთაისის მომავალი 10 წლის შემდეგ? ძნელი წარმოსადგენია.
კითხვა: ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი.....
პასუხი: გემის კაპიტანი.
კითხვა: რას შეცვლიდით თქვენს ცხვორებაში ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეგეძლოთ?
პასუხი: არაფერს.
კითხვა: დაასახელეთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
პასუხი: ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მამხილებელი გონება-სინდისი.
კითხვა: დაასახელეთ თქვენი საყვარელი წინადადება და ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ.
პასუხი: რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების!.
კითხვა: დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო პოლიტიკური პერსონა და განმარტეთ, რა თვისებებით იმსახურებს თქვენს სიმპათიას?
პასუხი: საქართველოში გიორგი ბრწყინვალე, მსოფლიოში-ნაპოლეონი. მიზანმიმართულება, თავდადება.
კითხვა: დაასახელეთ სამი საქმე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტობის შემთხვევაში გააკეთებდით.
პასუხი: საზოგადოებრივი ელიტის შექმნა, ტერიტორიული მთლიანობს აღდგენა, იდენტობის განმტკიცება.
კითხვა: გაიხსენეთ კურიოზული შემთხვევა, რომელსაც საკრებულოში თქვენი საქმიანობისას ან ამომრჩევლებთან ურთიერთობისას ჰქონია ადგილი.
პასუხი: ცხოვრებაა ზოგადად კურიოზული.
კითხვა: ყველაზე მეტად, რასაც განვიცდი, არის.....
პასუხი: ქვეყნის მდგომარეობა.
კითხვა: ადამიანები მაოცებენ.....
პასუხი: უტიფრობით.
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის?
პასუხი: მუზეუმს.
კითხვა: რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი?
პასუხი: დაპირისპირებულს და ერთიანს.
კითხვა: დაასახელეთ თემა ან რუბრიკა, რომლის ხილვა გსურთ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ზე.
პასუხი: „ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი!“
კითხვა: ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას?
პასუხი: ნატვრისთვალს.
კითხვა: როგორ განმარტავთ ფრაზას: ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.
პასუხი: ე.ი. ადამიანი ვარ, რადგან მოაზროვნე ჩემის აზრით, მხოლოდ ადამიანია.
კითხვა: ყველაზე ძნელი და რთულად მისაღები გადაწყვეტილება ჩემთვის იყო.......
პასუხი: არ არსებობს „ძნელი“ და „რთული“ გადაწყვეტილებები.
კითხვა: თქვენს მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან, დაასახელეთ ყველაზე ადვილად და ყველაზე რთულად შესასრულებელი დაპირებები.
პასუხი: ყველაზე ძნელად შესასრულებელია ის დაპირება, რომლის შესრულება არ გინდა. მარტივი, რომლის შესრულება გინდა.
კითხვა: რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით?
პასუხი: გიყვარდეთ ერთმანეთი, არ დაიზაროთ შრომა და გარჯა. არც ერთი დღე არ დატოვოთ ხაზის გარეშე და გვეშველება.
კითხვა: რას ურჩევდით ქალაქის მერიას და მერს?
პასუხი: „სიტყვა არ წამოგცდეს, რომ თქვენ დაიღალეთ, გვერდზე გადექი და ტყვია დაიხალე, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე“ (გალაკტიონი).


ნანახია: 3441-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კითხვა: თქვენ რომ არქიტექტორი იყოთ, რომელ შენობას დააპროექტებდით ქუთაისისთვის? პასუხი: ქუთაისის ციხე-სიმაგრის აღდგენით ვერსიას.
"ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, არის სიყვარულის დეფიციტი ადამიანებში".
რას ეტყოდით ამომრჩევლებს ან უბრალოდ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს topnews.com.ge-ს მეშვეობით? იყავით კაცთმოყვარენი, აკეთეთ
დაასრულეთ ფრაზა: ადამიანები მაოცებენ..... პასუხი: თუ დავაკვირდებით, ყველა ადამიანი თავისთავად გასაოცარია.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? ოქროს თევზი? მსოფლიოს განვაიარაღებდი.
ოქროს თევზი რომ მოგცეთ, რა სურვილს ჩაიფიქრებდით და რას სთხოვდით მას? პასუხი: მე ვარ რეალისტი და არა „მეოცნებე“.

ამინდი