"ქუთაისის მერმა თანამშრომლებს ავტობანის გახსნაზე წასვლა აიძულა"
თარიღი : 22-11-2014, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებით, ავტობანის გახსნაზე ქუთაისის მერიის თანამშრომლები მერის მხრიდან იძულების გზით მოხვდნენ.
გოქაძე აცხადებს, რომ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „ადგილობრივი თვითმმართველობისა“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები დაარღვია, როდესაც სამუშაო საათებში, ათი საათიდან პირველ საათამდე მერიის თანამშრომლები ქუთაისის შემოივლითი გზის გახსნაზე წაიყვანა.
„ოთხი ავტობუსით წაიყვანეს ეს ხალხი და შემდეგ ისევ უკან წამოიყვანეს. მაინტერესებს, რატომ დაარღვია მერმა კანონი, გამოიყო თუ არა თანხა ტრანსპორტირებისათვის მერიის ბიუჯეტიდან თუ ტრანსპორტირება „შეწერის“ გზით მოხდა? ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, სადაც საჯარო მოხელეთა უფლებები დაცულია თუ ვბრუნდებით ორი საუკუნით უკან, სადაც ყმობა იყო?,“ - ამბობს გოქაძე.