ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერის წასვლას მხარი დაუჭირა
თარიღი : 13-09-2013, 14:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერის,დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს. დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერის ის განცხადება განიხილეს, რომელიც კოპალიანმა თანამდებობიდან წასვლის წინ დაწერა.
საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსულტაციის შედეგად დაინიშნება, ხოლო გამოცხადდება თუ არა კონკურსი მერის თანამდებობის დასაკავებლად, ეს ამ დროისათვის უცნობია.