Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ფიქრობენ ქუთაისში წყალტუბოსა და თერჯოლის სოფლების შემოერთებაზე?

თარიღი : 21-11-2014, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს მთავრობა ქუთაისის განვითარების პროექტზე მუშაობს. მთავრობის ინიციატივა ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, აქტიურად განიხილება პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ.საუბარია, საავტომობილო გზის ორივე მხარეს, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სასოფლო და არასასოფლო ტერიტორიების ქუთაისის საზღვრებში შემოერთება. Topnews.com.ge აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ქუთაისელთა აზრის გარკვევას შეეცადა.

თეა ჩეჩელაშვილი, ტელეწამყვანი: “ჩემი აზრით, ეს წინადადება ულოგიკო და არაფრისმომცემია. მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლესობა თავს ისედაც ქუთაისელად ასაღებს და ახლა საერთოდ "გაიპრავებს" ქალაქელობას. ეს ხუმრობანარევი სინამდვილეა და თან მწარე. მეტი არაფერი შეიცვლება, ისევე როგორც ჰიმნის უქუდოდ თუ ქუდიანად მოსმენის ვერსია ვერ სცდება უტოპიურ იდეათა რიცხვს“.

გია უკლება, ქუთაისის საკრებულოს წევრი: „არ ვიცი ამ ინიციატივის შესახებ. კერძოდ, არ ვიცი ამ ინიციატიცის მიზანი. ის, თუ რაში სჭირდება აღნიშნული ტერიტორიები ქუთაისს. დღეის მდგომარეობით ქუთაისი მიწის პრობლემას არ განიცდის. პირიქით, ქუთაისში 2012 წლის შემდეგ ინვესტიციების მოზიდვის პრობლემაა და ჩემთვის გაუგებარია ეს ინიციატივა ამ საკითხს როგორ გადაჭრის. ალბათ ეგ არის სატყუარა, რომლითაც აპირებენ პარლამენტის ჩანაცვლებას“.

მამუკა კაკაურიძე, ფოტოგრაფი: მე მაგალითად ამ იდეას დადებითად ვერ ვუყურებ. აქ კიდევ რაღაც ინტერესი დევს გავლენიანი თანამდებობის პირების. ამ ტერიტორიების შემოერთება რას მოუტანს ქუთაისს კარგს და რას- ცუდს, ეს ბუნდოვანია ჩემთვის“.


გია გოქაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს თავმჯდომარე: ქუთაისის მომავალი განვითარება დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ქუთაისი რომი არ არის და არც ყოფილა რომ ტერიტორიები მიითვისოს. რისთვის გვინდა ტერიტორიები მოსახლეობა გაიზარდა საგრძნობლად, ქარხნები აშენდა თუ რა.ილუზორული პერსპექტივა ქალაქს არ სჭირდება.რაც წაიღეს უკანონოდ,ის დააბრუნონ. ეს არის პარლამენტის თემის გადაფარვის უსუსური მცდელობა“.


ნანახია: 2979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, ავტომაგისტრალის გავლამ რომ არ გამოიწვიოს ქუთაისის ჩიხში მოქცევა, აქტიურად
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების
'ნუ წამართმევ პარლამენტს,',- აღნიშნული ლოზუნგით ქუთაისში, არასამთავრობო სექტორსა და მედიის სფეროს წარმომადგენლებს შორის დისკუსია
ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოსგან მიღებული ის წერილი შეაფასეს, რომლითაც ქუთაისის საკრებულომ
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს დირექტორი გია გოქაძე ქუთაისის მერიას ქალაქში საქართველოს პარლამენტის როლის დაკნინებაში ადანაშაულებს.
,,ევროპა ჩვენი სახლია’’ მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას თავი დაანებოს კონსტიტუციის დარღვევას და პარლამენტმა სრულად ქუთაისში

ამინდი