Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ატესტაცია და მასთან დაკავშირებეული საკითხები-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 20-11-2014, 23:51 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, რა ვადაში ექვემდებარება ატესტირებას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის /ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დროებითი წესები/ მე-3 პუნქტის თანახმად: ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ატესტაცია არ გაუვლია, ატესტირებას ექვემდებარება 2015 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან გასულია 6 თვე. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვეზე ნაკლებია გასული, მოხელე, გარდა თანამდებობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული მოხელისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ატესტირებას ექვემდებარება თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. მოხელეს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ატესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, პირს უფლება აქვს თუ არა მოითხოვოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორია ატესტაციის ჩატარების პროცედურა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ
• ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის დახასიათებას წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით. წინასწარ განსაზღვრულ ფორმას ავსებს და წარადგენს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეც.
• მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
• ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
• ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
• 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპია მოხელის ტესტირება.
• ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდი­კებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
• გასაუბრების პროცესში, დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან ატესტაციას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახუ­რებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
• ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
• ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, ატესტაციას დაქვემდებარებული პირი იღებს შეფასებას ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
• ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
• საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ.
• კომისია ვალდებულია, თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
• ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ეგზემპლარად და დახასიათებებთან ერთად ერთვის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
• ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 სამუშაო დღეში.
• კომისია დაწესებულების ხელ­მძღვანელს მოახსენებს ატესტაციის შედეგებს, ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
• დაწესებულების ხელმძღვანელი, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას, მოხელის პირად საქმეში ასახვით, მოხელისათვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების, მოხელის დაწინაურების, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის მიმართ ატესტაციის შედეგის პირად საქმეში ასახვის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას).
• კომისია, ატესტაციის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული ატესტაციის და მისი შედეგების შესახებ.
4.კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა სავალდებულო საპრეტენზიო კომისიის შექმნა ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ატესტაციის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვა­ნელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. შესაბამისად არ არის სავალდებულო.

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს რა ვადაში და როგორი ფორმით აქვს უფლება მიმართოს საპრეტენზიო კომისიას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.

6. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს აქვს თუ არა უფლება გაასაჩივროს ატესტაციის შედეგები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ - სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.
ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.


ნანახია: 2267-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როდის ითვლება კონკურსი ჩაშლილად და ითვალისწინებს თუ არა კანონი საჯარო მოხელეებისათვის გამოსაცდელ ვადას?," - ამ და სხვა საინტერესო
. ატესტაციას ააიპის ადმინისტრაციის თანამშრომლები გაივლიან. ატესტაციის გავლა სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების სურვილის
ქალაქის მერის ბრძანებით ასევე განისაზღვრა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სია. კერძოდ, ატესტაციას გაივლიან მერისა და მერის
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კონკურსი გამოცხადდა.
ატესტაციას კი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 29 თანამშრომელი ექვემდებარება.
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ

ამინდი