ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
თარიღი : 20-11-2014, 21:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი პლიუსი“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და 2015 წლის მარტში დასრულდება. თამარ მეფის ქუჩაზე კილომეტრი და 200 მეტრი ასფალტის საფარი იცვლება,ასევე კეთდება ბორდიულები,ტროტუარი, ღვარსადენი და მოაჯირები.
,,თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოები ტემპში მიმდინარეობს. ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, რადგან ქუჩის ერთი ნაწილი დროებით დაკეტილია და მცირედი შეზღუდვებია დაწესებული.ამ პროექტში პანდუსების მოწყობაც დევს, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.