რა უნდა იცოდნენ თურქეთსა და საბერძნეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებმა?
თარიღი : 20-11-2014, 16:08 | კატეგორია: საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ორგანიზებით ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის ჩვენება მოეწყო.
“რა უნდა იცოდეს საბერძნეთსა და თურქეთში წასვლის მსურველებმა“,-ასე ჰქვია ფილმს, რომელიც პროექტის-„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ ფარგლებში მომზადდა. პროექტის ფარგლებში მიგრანტებისათვის ნომერ პირველ საფრთხედ შრომითი ტრეფიკინგი გამოიკვეთა. აქვე ისიც ირკვევა, რომ მიგრანტებს არ აქვთ ინფორმაცია ქვეყნის კულტურისა და ამ ქვეყანაში მისი უფლებების შესახებ.
„შრომითი ტრეფიკინგის საკითხი აქტიურია თურქეთში, როდესაც დასაქმებულებს უხელფასოდ ტოვებენ. დასაქმებულებს ჰგონიათ, რომ რადგან არალეგალები არიან, ხელფასის მოთხოვნის უფლება არ აქვთ და არ იციან, რომ მსგავსს შემთხვევაში კანონმდებლობა დამსაქმებელს აჯარიმებს. პროექტი საქართველოს გარდა, თურქეთსა და საბერძნეთშიც ხორციელდება,“ - ამბობს „სიდა“-ს იურისტი მაია პაქსაშვილი.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ფიმის ჩვენებაზე დამსწრე პირებისათვის საინტერესო კითხვებს „სიდა“-ს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა უპასუხეს.
პროექტი „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ 2013 წლის მარტის თვეში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდება.