სოკარ ჯორჯია გაზმა ზესტაფონს სათნოების სახლი გაურემონტა
თარიღი : 20-11-2014, 15:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სათნოების სახლ "კათარზისი" – ს ჰუმანიტარული ორგანიზაცია კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ფინანსური დახმარებით გარემონტდა. თანამედროვე სტანდარტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამმედოვმა გახსნეს.
ამჟამად „კათარზისის“ დაფინანსებაზე“ სოკარ ჯორჯია გაზი“ ზრუნავს. ორგანიზაციისთან ის უკვე 3 წელია თანამშრომლობს და მისი უშუალო დაფინანსებით 120 ადამიანი ყოველდღიურად იკვებება. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაცია მზრუნველობამოკლებული ადამიანების სამედიცინო მომსახურეობაზეც ზრუნავს. კერძოდ, მათთვის განსაზღვრულია უფასო მედიკამენტებიც.
„კათარზისი“, როგორც მზრუნველობამოკლებულ ადამიანთა დაწესებულება, ზესტაფონში 11 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ორგანიზაციაში 30 ადამიანი იყო გაწევრიანებული და ის გაეროს ფონდიდან ფინანსდებოდა.