კვიციანის მხარდამჭერი: ქართული ოცნების ხელისუფლების დროს სამართლიანობის აღდგენის იმედი გვქონდა, რაც არ მოხდა
თარიღი : 20-11-2014, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები

კოდორის ხეობაში მცხოვრები სვანები ემზარ კვიციანისათვის მისჯილ 12 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ.
სასამართლოს განაჩენით უკმაყოფილო კვიციანის მხარდამჭერებმა აქცია დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ემზარ კვიციანი არა მხოლოდ კოდორის ხეობის, მთელი საქართველოს გმირია. ხოლო რაც დღეს კვიციანთან მიმართებაში ხდება, სირცხვილია.
„იმდენად ვართ დღეს დამცირებული, ცრემლები მოგვდის. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. იმედი გვქონდა სამართლიანობა იზეიმებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლკო განაჩენს არ გადახედავს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს მოვაწყობთ,“ - ამბობს თამაზ გუჯეჯიანი.