Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ავტობანის მშენებლობის გამო კერძო საკუთრება გაანადგურეს"

თარიღი : 19-11-2014, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმ ტერიტორიაზე, სადაც ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა ხორციელდება, კერძო საკუთრების განადგურება მოხდა.
როგორც დაზარალაბეულის ადვოკატი მამუკა სიგუა აცხადებს, ავტობანის გამო მის დაცვის ქვეშ მყოფს მიწის ნაკვეთი და ტერიტორიაზე არსებული ხის სახლი უცნობმა პირებმა დაუნგრიეს.
თავად დაზარალებული აცხადებს, რპმ ცოტა ხნის წინ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი აუდიტის სამსახურმა შეაფასა და ფართობის დათმობის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდას შეპირდნენ. დაზარალებული განმარტავს, რომ სახელმწიფოსა და მესაკუთრეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ტერიტორიის მძიმე ტექნიკით გასუფთავება დაუკითხავად მოხდა.
„დღეს დილით, როცა ტერიტორიის მფლობელი თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მოვიდა, ნაკვეთი დარბეული დახვდა. ტერიტორიაზე არსებული შენობა დანგრეულია, ხოლო აქ არსებული ნარგავები - ამოთხრილი. ეს ტერიტორია არის ქუთაისი-ნიკეას შემაკავშირებლ გზაზე, სადაც უნდა შემოვიდეს ავტომობილები. აქ აუდიტის სამსახური იყო მოსული და შეაფასეს ფართობი, თუმცა ჩვენ არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. მინდა განვაცხადო, რომ მოხდა სხვისი ქონების განზრახ განადგურება. ეს არის ხელისუფლების ხელწერა. დღეს, როცა ღარიბაშვილმა პომპეზურად გახსნა ეს მაგისტრალი, მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი მოხდა ხალხის ქონების დაუკითხავად განადგურების ხარჯზე ,“- აცხადებს ადვოკატი მამუკა სიგუა.


გსურს, შენი კომპანიის, საწარმოს, ორგანიზაციის თუ დაწესებულების შესახებ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს? მაშინ განათავსე რეკლამა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე. (გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას: თქვენს შესახებ ინფორმაციების გაშუქებას, თქვენი კომპანიის რეკლამის საიტზე ბანერის სახით განთავსებას, პრესრელიზების მომზადება- გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებზე, ფოტო-აუდიო, ვიდეო მომსახურეობას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას; დაგეგმილი ღონისძიებების წინასწარ ანონსირებას, მედიატურის და სემინარების ორგანიზებას). ითანამშრომლე ჩვენთან და იყავი წარმატებული! ჩვენთან რეკლამა სიმბოლური თანხა ღირს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე ან დაგვირეკეთ: 595 01 82 49; 598 38 27 60.


ნანახია: 1943-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძარი მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
როგორც topnews.com.ge-ს მკურნალმა ექიმმა განუცხადა, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, ავტომაგისტრალის გავლამ რომ არ გამოიწვიოს ქუთაისის ჩიხში მოქცევა, აქტიურად
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.
კოტეჯის ასაშენებლად საჭირო თანხის მობილიზება წყალტუბოს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.

ამინდი