Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქურდობაში ბრალდებული ჯარისკაცი ადვოკატის დახმარებით პატიმრობიდან გათავისუფლდა

თარიღი : 19-11-2014, 18:22 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო მოქალაქე თ.ს.-ს ინტერესებს იცავდა. თ.ს. ჯარისკაცი იყო და ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. აღნიშნულ მოქალაქეს ბრალი ედებოდა მობილური ტელეფონის ქურდობასა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებაში. იმ პერიოდისათვის როდესაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი საქმეში ჩაერთო, თ.ს.-ს შეფარდებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობა და ის იმყოფებოდა ციხეში.
ბრალდებულ თ.ს.-ს დაცვა დაევალა ადვოკატ ოთარ რუხაძეს. ადვოკატის მიერ მოპოვებულ იქნა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მტკიცებულებები, ადვოკატმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ საკითხზე, რომ თ.ს. ადრე არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, ასევე ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
„მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, პროკურორმა მოითხოვა ბრალდებულ თ.ს.-სათვის სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდება, რასაც არ დავეთანხმეთ და სასამართლოს ვთხოვეთ, რომ ბრალდებული არ დაეპატიმრებინა და გამოეჩინა ლმობიერება, ვინაიდან აღნიშნული დარღვევა მისი მხრიდან პირველი შემთხვევა იყო და ბრალდებულის მიმართ პირობითი სასჯელი გამოეყენებინა,“ - ამბობს ადვოკატი ოთარ რუხაძე.
საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტები და ბრალდებული თ.ს. სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ადვოკატის პოზიცია მართებული იყო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


გსურს, შენი კომპანიის, საწარმოს, ორგანიზაციის თუ დაწესებულების შესახებ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს? მაშინ განათავსე რეკლამა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე. (გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას: თქვენს შესახებ ინფორმაციების გაშუქებას, თქვენი კომპანიის რეკლამის საიტზე ბანერის სახით განთავსებას, პრესრელიზების მომზადება- გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებზე, ფოტო-აუდიო, ვიდეო მომსახურეობას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას; დაგეგმილი ღონისძიებების წინასწარ ანონსირებას, მედიატურის და სემინარების ორგანიზებას). ითანამშრომლე ჩვენთან და იყავი წარმატებული! ჩვენთან რეკლამა სიმბოლური თანხა ღირს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე ან დაგვირეკეთ: 595 01 82 49; 598 38 27 60.


ნანახია: 3186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
ხანძარი მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
როგორც topnews.com.ge-ს მკურნალმა ექიმმა განუცხადა, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი