ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზა გაიხსნა [VIDEO]
თარიღი : 19-11-2014, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი გზა გახსნა.
ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისის 32-კმ-იანი შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
"ეს გზა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანს, ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 32-კმ-იანი მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება."- აცხადებს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
სამუშაოებზე 1000–მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელია.