Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობოებს ქუთაისის მერიაში გასაუბრებაზე დასასწრებად ორ ვარიანტს სთავაზობენ

თარიღი : 18-11-2014, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის ბოლო ეტაპზე-გასაუბრებაზე დასწრებისა და დაკვირვების მიზნით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებს ორ ვარიანტს სთავაზობს.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, არასამთავრობოებს შეუძლიათ ერთ კანდიდატზე შეჯერდნენ, რომელიც კომისიას მეშვიდე წევრის სახით დაემატება. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, პროცესზე დაკვირვებას იმ ორგანიზაციებიდან თითო წარმომადგენელი შეძლებს, რომლებმაც საკონკურსო კომისიას თხოვნით უკვე მიმართეს.
დვალი განმარტავს, რომ არასამთავრობოებს არ სურთ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.
„იმ შემთხვევაში თუ არასამთავრობოს წარმომადგენელი კომისიის წევრი გახდება, მას შეუძლია გადაწყვეტილების მიღების დროს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს და გადაწყვეტილებისგან განყენებული იყოს,“ - ამბობს დვალი.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიაში გასაუბრების პროცესზე დაკვირვების თხოვნით განაცხადი 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა გასაუბრების პროცესზე დასასწრებად 12 დამკვირვებელი შეარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრებას 25 ნომებრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით იმ კონკურსანტებთან ჩაატარებს, რომლებმაც ტესტირების ეტაპი გადალახეს.


ნანახია: 1932-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია პირველ ეტაპზე 5 წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება.
გასაუბრების ეტაპი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ამინდი