ქუთაისის მერიაში ტესტირების ეტაპი 53-მა ატესტანტმა ვერ გაიარა
თარიღი : 18-11-2014, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში ტესტირების ეტაპი ატესტანტთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა გაიარა. ეს განცხადება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მურღულიას განცხადებით, ტესტირების ეტაპზე 902 ადამიანი გადავიდა, თუმცა მათგან ტესტირებაზე მხოლოდ 796 ადამიანი გამოცხადდა. აქედან ტესტირების ეტაპი 401-მა ატესტანტმა გადალახა.
კონკრეტულად კი შედეგები ასე გამოიყურება: 50 ქულა და ზევით 157-მა მონაწილემ მიიღო. ხოლო ბარიერი ვერ გადალახა 53-მა ატესტანტმა. აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადებას მერია უახლოეს მომავალში გეგმავს.
შოთა მურღულიას განცხადებით, ყველაზე მაღალი კონკურენცია მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილეზე (ერთ ადგილზე 24 კონკურსანტი), მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილეზე (ერთ ადგილზე 14 კონკურსანტი) და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილების წამყვან სპეციალისტზე დაფიქსირდა (ერთ ადგილზე 15 კონკურსანტი).
კონკურსის მორიგ ეტაპს- გასაუბრებას საკონკურსო კომისია 25 ნოემბრიდან დაიწყებს.