იმერეთის გუბერნატორმა რაიონების ხელმძღვანელობის შემოწმება დაასრულა
თარიღი : 17-11-2014, 12:56 | კატეგორია: პოლიტიკა

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა მუნიციპალიტეტების 9 თვის მუშაობის ანგარიშების მოსმენა დაასრულა.
გუბერნატორმა ბოლო ორი შეხვედრა ჭიათურასა და ზესტაფონში გამართა. ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მხარის რწმუნებულსა და დამსწრე საზოგადოებას 9 თვის ფინანსური მდგომარეობა გააცნეს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სოციალურ – კულტურული მდგომარეობის ანგარიში ჩააბარეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად სილიკო – მანგანუმის ქერქულ ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემური თემაც განიხილეს. მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მიმდინარეობს სალიცენზიო პირობების დამუშავება, მუნიციპალიტეტის საკრებულოში კი შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც ცალკეულ თემებს გაუწევს კოორდინაციას.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იმერეთის გუბენრნატორისგან შესაბამისი რეკომანდაციები მიიღეს და 2015 წლის ბიუჯეტის პირორიტეტები განსაზღვრეს.
მხარის რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს იმერეთის გუბერნიის მიერ 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინა.