Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკული ჯგუფის ტურნე იმერეთში

თარიღი : 16-11-2014, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან იმერეთის რეგიონს ამერიკული ჯგუფი „Tumbling Bones“ ესტუმრება. ჯგუფი ქართველ მსმენელს ამერიკული ტრადიციული ქანთრი მუსიკის ორიგინალური შესრულებით გაცნობის საშუალებას მისცემს.
„აკრობატული ძვლები“ ასე საინტერესოდ და სახალისოდ ითარგმნება ამ ჯგუფის სახელწოდება. ისინი უკრავენ როგორ ტრადიციული ქანთრის ჟანრის მუსიკას, ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს.
ჯგუფის მიერ შექმნილი მუსიკა მსუბუქი როკ ენ როლისა და ორიგინალური სტილის „Bluegrass“-ის ნაზავს წარმოადგენს, სადაც ბრიტანეთის კუნძულებიდან წამოსული ემიგრანტების მუსიკა ამერიკულ ჯაზსა და ბლუზს ერთვის. ჯგუფი „Tumbling Bones“ უკვე იმყოფებოდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ამერიკული ჯგუფი კონცერტს 19 ნოემბერს, 16:00 საათზე გამართავს.
იმერეთის რეგიონში ამერიკული ჯგუფის სტუმრობა საქართველოში ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის (DDSC) ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.


გსურს, შენი კომპანიის, საწარმოს, ორგანიზაციის თუ დაწესებულების შესახებ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს? მაშინ განათავსე რეკლამა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე. (გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას: თქვენს შესახებ ინფორმაციების გაშუქებას, თქვენი კომპანიის რეკლამის საიტზე ბანერის სახით განთავსებას, პრესრელიზების მომზადება- გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებზე, ფოტო-აუდიო, ვიდეო მომსახურეობას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას; დაგეგმილი ღონისძიებების წინასწარ ანონსირებას, მედიატურის და სემინარების ორგანიზებას). ითანამშრომლე ჩვენთან და იყავი წარმატებული! ჩვენთან რეკლამა სიმბოლური თანხა ღირს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე ან დაგვირეკეთ: 595 01 82 49; 598 38 27 60.


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძარი მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
როგორც topnews.com.ge-ს მკურნალმა ექიმმა განუცხადა, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, ავტომაგისტრალის გავლამ რომ არ გამოიწვიოს ქუთაისის ჩიხში მოქცევა, აქტიურად
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.
გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 123 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.