Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძალადობა ოჯახში და ძალადობის პრევენცია-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 16-11-2014, 13:06 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად: ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

2.კითხვა: რაში შეიძლება გამოიხატოს ოჯახში ძალადობა?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოჯახში ძალადობა შეიძლება გამოიხატოს:
ა) ფიზიკური ძალადობაში – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
ბ) ფსიქოლოგიური ძალადობაში – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
გ) იძულებაში – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
დ) სექსუალური ძალადობაში – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ე) ეკონომიკური ძალადობაში – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
ე1) უგულებელყოფაში − მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე;

3. კითხვა: რა არის დამცავი და შემაკავებელი ორდერი? რა ვადით გამოიცემა და რას შეიძლება ითვალისწინებდეს დამცავი და შემაკავებელი ორდერი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ:
• ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
• დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
• შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
• სასამართლო შემაკავებელი ორდერის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ორდერის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს საკითხის განხილვას და მასზე გადაწყვეტილების მიღებას.“;
• მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (სისხლისსამართლებრივი მექანიზმების) გამოყენება არ აფერხებს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემას.
• ოჯახში ძალადობის ჩამდენის მიმართ, თუ მის მიმართ დევნა დაწყებულია ოჯახში ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის გარდა) გამოყენების შემთხვევაში უფლებამოსილი სასამართლო სისხლის სამართალწარმოების წესით იხილავს და წყვეტს ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის (მსხვერპლის) დაცვის უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საკითხს.
• დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
• დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს წყვეტს სასამართლო. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
• დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედება შესაძლებელია გაუქმდეს მხარეთა შერიგებისას მოსამართლის სათანადო გადაწყვეტილებით, სასამართლოსათვის მხარეთა ერთობლივი მიმართვის საფუძველზე.
• შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და მას ამტკიცებს ან დამტკიცებაზე უარს ამბობს სასამართლო უფლებამოსილი პირის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში.
• მხარეთა შერიგება არ აფერხებს დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემას ან არ იწვევს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების გაუქმებას, თუ ოჯახში ძალადობის ფაქტი ლახავს ოჯახის სხვა წევრთა, განსაკუთრებით – არასრულწლოვნის ინტერესებს.
• დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
ბ1 ) მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის გარიდების საკითხს;
გ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია პიროვნების ნორმალური არსებობისათვის;
დ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
ე) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ვ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ზ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს ;
თ) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრულ ფარგლებს მიკუთვნებული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
ი) მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსების, მისი რეაბილიტაციის ღონისძიებებისა და რეაბილიტაციაზე ზედამხედველობის საკითხებს;
[ ი 1 ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს; (ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან)]
კ) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ლ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
• შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი და მსხვერპლი, შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მოძალადის იმ სახლისაგან მოშორების საკითხს, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, იგი ამ სახლის მესაკუთრეა თუ არა;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდებისა და თავშესაფარში მათი მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მიერ თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
დ) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკითხებს;
ე) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
ვ) ორდერის მოქმედების ან ორდერით განსაზღვრულ პერიოდში მოძალადისათვის იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში იარაღის შეძენის ან შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვასა და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან მისი დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ვ1) გაფრთხილებას ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
• გამოცემულ შესაბამის ორდერში შესაძლებელია მიეთითოს ზემოაღნიშნული საკითხებიდან ერთ-ერთი ან ყველა ერთად, ძალადობის ფაქტის ადეკვატურობის გათვალისწინებით.
• დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ შესაძლებელია თუ არა ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის საცხოვრებლით დროებით სარგებლობის უფლების შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა".

5.კითხვა: დასჯადია თუ არა ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1726 თანახმად: საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით, შესაბამისი დაწესებულების (იურიდიული პირის) დაჯარიმებას 100 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge


ნანახია: 2417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
საცხოვრებელში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები.

ამინდი