Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის მიმართ და რა ფორმით არის დასაშვები ფარული საგამოძიებო მოქმედება?-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 14-11-2014, 23:02 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა სახის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143/1 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია: ა) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; გ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი; დ) ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ე) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: დასაშვებია ერთდროულად რამდენიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.

2. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელი დანაშაულის გამოძიებისას არის შესაძლებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისას: 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე და 306-ე მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;

3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ დასაშვებია თუ არა ჟურნალისტის და ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ: სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.

4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, შეიძლება თუ არა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის შენახვა, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ.

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებულ იქნეს რაიმე მიზნით. ასეთი ინფორმაციის შენახვა დაუშვებელია და იგი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაციის განადგურების შესახებ ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურორს და სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით.

5. კითხვა: პირს რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია თუ არა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივრება?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას მოჰყვა მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა, შეუძლია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერება გაასაჩივროს შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში, პროკურორთან ან სასამართლოში. განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერების მტკიცების ტვირთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge





ნანახია: 2656-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დასაშვებია თუ არა ჟურნალისტის და ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება?,რომელი დანაშაულის გამოძიებისას არის
დღეს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალებთან დაკავშირებით, topnews.com.ge-სთან კომენტარს სამართლის დიქტორი კობა
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა? თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა? -თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა

ამინდი