ქუთაისის მერიის კონკურსანტებთან გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს
თარიღი : 14-11-2014, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატესტაციისა და კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
კომისიის ცნობით, მიმდინარე წლის 14 ნოემბერს 10:00 საათიდან გამოცდების ეროვნული ცენტრის მერ ელექტრონული საშუალებებით ყველა კონკურსანტს გაეგზავნება შეტყობინება ატესტაციისა და კონკურსის სავალდებულო ეტაპის (ტესტირების) ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
„ასევე გაცნობებთ რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე www.neac.ge-ზე შესაძლებელი იქნება პირადი ნომრის მითითებით დაადგინოთ ტესტირების ჩატარების ადგილი და დრო.
2014 წლის 15 ნოემბერს 14 საათზე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას კონკურსა და ატესტაციაში მონაწილეთათვის,“ - ნათქვამია საკონკურსო კომისიის განცხადებაში.