Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობს იმერეთის გუბერნია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკას?

თარიღი : 14-11-2014, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI -ს მიერ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკვლევაზე შემდეგ განმარტებას აკეთებს.
"IDFI -ს კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იყო ბუნდოვანი და შესაძლოა, გარკვეული ობიექტური გარემოებების დაუზუსტებლობამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. უპირველეს ყოვლისა, კვლევაში ასახული მონაცემები 2013 წლის იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობა ვახტანგ ბალავაძეს ეკავა, თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.
კონკრეტულად: ინფორმაციის კონტენტი და თანდართული ფოტო შეუსაბამო გახლდათ (ვახტანგ ბალავაძის ნაცვლად მითითებული იყო ზაზა მეფარიშვილის აბრა), რაც ვფიქრობთ რომ ტექნიკური ლაფსუსია. რაც შეეხება IDFI-ს კვლევას, ეს ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერვე არის გაცემული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომია.

კვლევაში არის მცირეოდენი ცდომილებაც ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ავტომანქანების შესახებ, რაც არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციას არასოდეს განუხორციელებია მანქანების შესყიდვა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განმარტების შემდეგ საზოგადოება უფრო სწორად გაიგებს მედია საშუალებებით IDFI- ის 2013 წლის კვლევაში მოცემულ სტატისტიკას. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალშიც მზად არის ტრანსფარანტულობისთვის," - ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 1929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით გუბერნიის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
2017-2018 წელბში იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე და შავლეგო ტაბატაძე იკავებდნენ.
topnews.com.ge იმ ვაკანტური თანამდებობებს გთავაზობთ, რომელზედაც კონკურსი გამოცხადდა.
აპრილის თვეში გუბერნიის სამსახურის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე გამოცხადდება კონკურსი
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გუბერნიაში დასაქმების მსურველებმა hr.gov.ge-ზე განაცხადები 18 დეკემბრამდე უნდა განათავსონ.

ამინდი