Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაზე 559 990 ლარი დაიხარჯება

თარიღი : 13-11-2014, 21:12 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამტრედიაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მოწყობას ახორციელებს. სამუშაოები, რომელიც შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ზედამხედველობით ხორციელდება, დღეს მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს.

სამტრედიის ნაგავსაყრელი ოთხი მუნიციპალიტეტის - სამტრედიის, ვანის, ხონისა და აბაშის მოსახლეობას ემსახურება. პოლიგონის სანიტარული მდგომარეობა წლების განმავლობაში უკონტროლო და მძიმე იყო. ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში 1985 წელს შევიდა, ხოლო იმ დროისთვის როდესაც ობიექტი შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის გადაეცა, ვერანაირ სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმას ვეღარ აკმაყოფილებდა.

„თავისი მდგომარეობით ნაგავსაყრელი საშიშროებას უქმნიდა როგორც გარემოს, ისე - ადამიანების ჯანმრთელობას. ჭარბი ატმოსფერული ნალექისას, ადიდებული მდინარე რიონი პოლიგონის ტერიტორიის ნაწილზე გადმოდიოდა, გაფანტული ნარჩენები კი, დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს აბინძურებდა. განახლებული პოლიგონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს. ამ წესების მიხედვით განისაზღვრება ნარჩენების მიღება და განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათი და გარემოს უსაფრთხოების პირობებს გააუმჯობესებს,“ - ამბობს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით შავლიაშვილი.

სამტრედიის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობაზე 559 990 ლარი დაიხარჯება. პროექტის განხორციელებაზე 15 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.


ნანახია: 1677-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის განხორციელების მიზანს თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს.
"ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
ზესტაფონის მუნიციპალური ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 799 990 ლარი შეადგინა.
ზესტაფონში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა, - ამის შესახებ topnews.com.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ნიკეას ღია ტიპის ნაგავსაყრელი ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს.

ამინდი