Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში დაავადებული პირუტყვის დაკვლაზე ოჯახები უარს აცხადებენ

თარიღი : 13-11-2014, 20:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობა აფრთხილებს.
მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვის ბრუცელიოზის გავრცელებაზე საუბრობენ.
,,მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მძიმე სურათი გვაქვს. დაავადებული პირუტყვი ძალიან ბევრია და სამწუხაროდ, არის ოჯახები, რომლებიც უარს აცხადებენ საქონლის დაკვლაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს დაავადება არ იკურნება და საკმაოდ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის,“ - ამბობს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოდარ კიკაჩეიშვილი.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ხონში ცოფის რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. დაავადება მსხვილფეხა პირუტყვსაც გამოუვლინდა.
„გატარებულია საკარანტინო ღონისძიებები. მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დაავადებულ ცხოველთან ყოველგვარი კონტაქტის შემთხვევაში შესაბამისი სავაქცინო კურსი ჩაიტაროს,“ – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი ია კოხრეიძე.


ნანახია: 2654-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს
როგორც სოფელში ამბობენ, პირუტყვის გარდა, ჯილეხით რამდენიმე ადამიანი არის დაავადებული.
ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ამ დროისათვის 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რქოსანი პირუტყვი ქალაქის ქუჩებში არსებულ ნარგავებს აზიანებს.
ქალაქის ქუჩებში უმეთვალყურეოდ მოსეირნე ცხოველებზე ინსპექტირებას 'სპეციალური სერვისების' ჯგუფები ახორციელებენ.

ამინდი