გია თევდორაძე: გააბითურეს ქუთაისი და დიმიტრი კოპალიანი
თარიღი : 13-09-2013, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მზად არიან ქუთაისის ახალი მერის შერჩევის პროცესში ჩაერთონ. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იმ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ქუთაისის მერის თანამდებობიდან წასვლა და ქალაქში შექმნილი ვითარება შეაფასეს.
გია თევდორაძის განცხადებით, მერის შესარჩევ საკონკურსო კომისიასა და საკრებულოს უმრავლესობას უნდა გაეკეთებინა განმარტება რა კრიტერიუმის და უნარ-ჩვევების საფუძველზე შეარჩიეს დიმიტრი კოპალიანი.
„გაბითურებული იქნა ქუთაისი და ყოფილი მერი, რომელიც განათლებული ადამიანია. მისი პოტენციალი და მისი რესურსი სხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ წუთში ქალაქს ჰყავს უმრავლესობა, რომელიც ვიწრო პირადული და პარტიული ინტერესების გამო არის კონსოლიდირებული. ქალაქი არის ჩიხურ სიტუაციაში. აგური აგურზე არ დადებულა ამ პერიოდში, გაჩერებულია წყლის პროექტი, რომელიც გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. კანალიზაციის პროექტი შეჩერებულია. ასევე, გაჩერდა ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პროექტი და დროში აბსოლუტურად გაურკვეველ დაპირებებს იძლება ინფრასტრუქტურის სამინისტრო,“ - ამბობს გია თევდორაძე.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალებისა“ თავმჯდომარის გია უკლებას თქმით, ქალაქის ვიცე-მერები არაკომპეტენტურები არიან, ხოლო ქუთაისი უწესრიგო ინსტიტუტს ემსგავსება, სადაც მართვა ყოველგვარ ეფექტს არის მოკლებული.