გია თევდორაძე: ქუთაისში აქციაზე წამსვლელ პირებს სამსახურის დაკარგვით აშინებენ
თარიღი : 13-11-2014, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე ხელისუფლების მხრიდან „ნაციონალების“ მიერ დაგეგმილი აქციის ორგანიზებაში ხელისშეშლაზე საუბრობს.
უმცირესობის წევრმა და „ნაციონალების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებს 15 ნოემბრის აქციაზე წასვლის შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით აშინებენ. მისივე თქმით, პრობლემა ექმნებათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს.
„გარდა ამისა, დაახლოებით ერთი კვირაა ვცდილობთ ქალაქში ორი ბანერის განთავსებას წარწერით: „15 ნოემბერი-არა ანექსიას“. ქუთაისის მერიამ შეგნებულად გააჭიანურა დრო იმისათვის, რომ ჩვენ ხელი შეგვშლოდა,“ - აცხადებს თევდორაძე.
ქუთაისის მერიაში პარტიის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს ამ დროისათვის არ აკეთებენ.