უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის შემოწირულობითა და მეუფის კურთხევით ქუთაისში ეკლესია შენდება
თარიღი : 13-11-2014, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მუხრანის ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა იწყება. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას საძირკველი ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ჩაუყარა.
ადგილის კურთხევას ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი ახალგაზრდობის მე-7 შესახვევში აშენდება. საპატრიარქოს ტერიტორია ქალაქის მერიამ უსასყიდლოდ გადასცა.
ეკლესია უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენის შემოწირული თანხებით აშენდება.
" სამუშაოებზე ხელოსნებთან ერთად ადგილობრივები, მრევლი და სტიქაროსნებიც იქნებიან ჩართული. ტაძართან ერთად იქვე იგეგმება სახელოსნოს მშენებლობა, სადაც მსურველებს შეეძლებათ ქვაზე მუშაობა ისწავლონ. აშენდება აბულატორია, რომელიც უფასოდ მოემსახურება იქ მცხოვრებლებს. ადგილობრივებს ასევე უფასოდ მოემსახურება თონე, რომელიც მეუფის ლოცვა-კურთხევით უნდა აშენდეს," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.