Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საზოგადოების წევრებს ხვდება

თარიღი : 12-11-2014, 18:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე 2015 წლის ბიუჯეტში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების საკითხი განიხილეს.
" მომდევნო წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ჩვენ გამზადებული გვქონდა წინადადებები და არ გვინდოდა განყენებულად მისი განხილვა, ამიტომ შევხვდით მოსახლეობას. გვინდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ახალი და მოდიფიცირებული სოციალური პროგრამები,“ -განაცხადა შოთა მურღულიამ.
დღესვე ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის პრიორიტეტები მოისმინეს, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.
ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებასთან შეხვედრები 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.


ნანახია: 1629-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლოებთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტის ხალხთან ერთად დაგეგმვას
ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში, მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული
2017 წლის ბიუჯეტის ხალხთან ერთად დაგეგმვა დაიწყო. ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო
ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გია შარაბიძე კოტე ქავთარაძემ შეცვალა.

ამინდი