ირანული მხარე იმერეთის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
თარიღი : 11-11-2014, 17:20 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბას თალებიფარს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ძირითადად საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ელჩის განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში ინვესტიციის განხორცილებით.
,,თუ კი მოხდება მიწის იჯარით აღება, ჩვენ ვაწარმოებთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. ჩვენ აქტიურად ვართ დაინტერესებული იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კუთხით ინვესტიციის განხორციელებით,"-განაცხადა ირანის ელჩმა
„ კარგია, რომ ქუთაისში ირანული კულტურის დღეები იმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან და ქალაქებთან კულტურული ურთიერთობების გამყარება, რაც შეეხება ინვესტიციის ჩადებას რა თქმა უნდა მივესალმებით მსგავს ფაქტებს, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას," -განაცხადა შოთა მურღულიამ.