Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიას მოქალაქეებისათვის 100 000 ლარამდე თანხის ანაზღაურება დაევალა

თარიღი : 10-11-2014, 23:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმო“-ს თანამშრომლებმა ქუთაისის მერიას სასამართლოში დავა მოუგეს.
2008 წლისათვის აღნიშნული საწარმო ქუთაისის მერიას გადაეცა. ამ პერიოდიდან მერიამ საწარმოს თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასის გაცემა შეუწყვიტა. ასევე, უარი განუცხადა შემდგომ ანაზღაურებაზეც.
„ფაქტიურად ეს ადამიანები აღმოჩნდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. ზოგიერთი მათგანი დასაქმებულად ითვლებოდა, თუმცა ისინი ვერ ახერხებდნენ მიეღოთ ანაზღაურება. სწორედ ამ პრობლემით მომართეს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს დახმარებისათვის ზემოაღნიშნული საწარმოს თანამშრომლებმა. ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა საქმის გარემოებები, მოვიძიეთ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები, რის შემდეგაც ქუთაისის მერიის წინააღმდეგ მომზადდა სარჩელი,“ - ამბობს დაზარალებული მოქალაქეების ადვოკატი ხვიჩა თავაძე.
ადვოკატმა დაზარალებულებს ურჩია, რომ ერთობლივად მიემართათ სასამართლოსთის. საბოლოოდ, მერიის წინააღმდეგ სარჩელს ხელი 18-მა მოქალაქემ მოაწერა.
„სარჩელზე ასევე დავურთეთ ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდებოდა მოსარჩელეთა მოთხოვნები. ჩვენს მიერ დასმულ კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ ქუთაისის მერიას დაკისრებოდა ხელფასის დაყოვნების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის 0,007%-ის ოდენობით გადახდა,“ - ამბობს ადვოკატი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელების მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქუთაისის მერიას მათ სასარგებლოდ 94 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 2207-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“,
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
ქალბატონი ი.დ. აცხადებდა, რომ მას მოტყუებით გამოსძალეს 12 300 აშშ დოლარი. მართალია ამის გამო თაღლითობაში ბრლდებული პიროვნება
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და

ამინდი