Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

20 წელი ელეტროენერგიის გარეშე- ექსეულიძეების დასახლება დახმარებას ითხოვს

თარიღი : 10-11-2014, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის სოფელ შროშაში, ექსეულიძეების დასახლებაში მცხოვრებ 6 ოჯახს ელეტროენერგია 20 წელია, არ აქვს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათთვის ინფორმაციის ერთადერთი საშუალება რადიოა. ნახშირის უთო და ლამფა კი, ყველაზე საჭირო ნივთი.
"20 წელია ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება. 6-7 საათამდე, რასაც მოვასწრებთ საქმეს, თორემ შემდეგ უკვე ყველანი ვიძინებთ. დავიღალეთ ცეცხლის და ლამფის შუქზე ცხოვრებით. აქ ამ დასახლებაში ტელევიზორს ბოლოს ხალხმა 20 წლის წინ უყურა, ახალგაზრდა ბავშვებმა კი ისიც არ იციან ტელევიზორი რა არის", - აცხადებს ნანა ექსეულიძე.

"21-ე საუკუენში ნახშირის უთოთი რომ გაუუთოვებ ოჯახის წევრების ტანსაცმელს, სირცხვილი არ არის? ყველა მთავრობა გვპირდებოდა, რომ გექნებათ შუქიო, მაგრამ ყველამ მოგვატყუა", - აცხადებს ოლია ექსეულიძე.

სოფელ შროშაში, ექსეულიძეების დასახლებაში, უშუქობა სოფლის ერთადერთი პრობლემა არ არის. წელიწადში, დაახლოებით 6 თვე, სოფელი რთული რელიეფური მდებარეობის გამო გარესამყაროსაც წყდება.

ორი საათი დროის ის მონაკვეთია, რაც სოფელ შოროშაში, ექსეულიძეების დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურად სკოლაში მისასვლელად სჭირდებათ.

"2-3 საათი მჭირდება მე პირადად, რომ შროშის გადასახვევიდან ჩემს სახლამდე მივიდე. ახლა 65 წლის ქალი ვარ და კიდევ დავდივარ ამ მანძილს, მაგრამ მერე რა მეშველება არ ვიცი", - განაცხადა აზა ექსეულიძემ.

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელს ელექტროენერგია წლის ბოლოდან აღუდგება.

"თუ ამინდებმა მოგვცა საშუალება, სოფელ შროშას ელექტროენერგია წლის ბოლოდან აღუდგება. პროექტირება დასრულებულია, ტენდერებიც, სამშენებლო სამუშაოებზე, დასრულებულია. მიმდინარეობს კომპანიასთან ხელშკრულების გაფორმების პროცედურა", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

სოფელში კი აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში მათ დასახლებამდე ელექტროენერგიას არ მიიყვანენ, შესაძლოა, სოფელი მოსახლეობამ დატოვოს.



20 წელი ელეტროენერგიის გარეშე- ექსეულიძეების დასახლება დახმარებას ითხოვს

20 წელი ელეტროენერგიის გარეშე- ექსეულიძეების დასახლება დახმარებას ითხოვს


ნანახია: 1896-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნახშირის უთო და ლამფა კი, ყველაზე საჭირო ნივთი.
მათვის ყველაზე საჭირო ნივთები ნახშირის უთო, ლამფა და რადიოა.
ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.