Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 1693 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 881 გადავიდა

თარიღი : 10-11-2014, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ 196 ვაკანსიაზე შემოსული 1693 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 881 ადამიანი გადავიდა.
როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს ტესტირება 16 ნოემბერს ჩაუტარდება.
„ 1693 საჯარო მოხელეობის მსურველობიდან მეორე ეტაპზე 881 ადამიანი გადავიდა. ვინც ფიქრობს, რომ დოკუმენტაცია სრულად ჰქონდა წარმოდგენილი და ის მეორე ეტაპზე ვერ მოხვდა შეუძლია საპრეტენზიო კომისიას მიმართოს, რომელიც მის განაცხადს განიხილავს. მე არ გამოვრიცხავს, რომ 5 000 განაცხადიდან შეიძლება, რომ 10-15 შეცდომა გაპარული იყოს. მე მჯერა, რომ ქუთაისის მერიაში პროფესიონალები დასაქმდებიან,“- აცხადებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, მეორე ეტაპზე უკვე გადასული 881 საჯარო მოხელეობის მსურველიდან 474 დოკუმენტაცია არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ მათ დამატებით მიეცათ საშუალება გააგრძელონ კონკურსის პროცედურები.
„812 კონკურსანტი, რომელიც ვერ გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე ძირითადი მიზეზები იყო უმაღლესი განათლების დოკუმენტაციის არ წარდგენა, არაშესაბამისი სპეციალიზაცია, არასაკმარისი სტაჟი და სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ წარდგენა.“- აცხადებს დავით დვალი.
ცნობისთვის საპრეტენზიო კომისიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილკე ბექა ყანჩელი უხელმძღვანელებს, პრეტენზიებს კი ისინი 10-11 ნოემბერს მიიღებენ.


გსურს, შენი კომპანიის, საწარმოს, ორგანიზაციის თუ დაწესებულების შესახებ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს? მაშინ განათავსე რეკლამა იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე. (გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას: თქვენს შესახებ ინფორმაციების გაშუქებას, თქვენი კომპანიის რეკლამის საიტზე ბანერის სახით განთავსებას, პრესრელიზების მომზადება- გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო ვებ-გვერდებზე, ფოტო-აუდიო, ვიდეო მომსახურეობას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას; დაგეგმილი ღონისძიებების წინასწარ ანონსირებას, მედიატურის და სემინარების ორგანიზებას). ითანამშრომლე ჩვენთან და იყავი წარმატებული! ჩვენთან რეკლამა სიმბოლური თანხა ღირს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე ან დაგვირეკეთ: 595 01 82 49; 598 38 27 60.


ნანახია: 2731-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მურღულიას თქმით, მეორე ეტაპზე გადასული 881 კონკურსანტი ტესტირებას და გასაუბრებას თანაბარ პირობებში გაივლის და საკონკურსო
მეორე ეტაპზე გადასულ 441 კონკურსანტს 13-14 დეკემბერს ტესტირება ჩაუტარდებათ.
დასაქმების მსურველი 1693 ადამიანიდან სავარაუდოდ ნახევარზე მეტი ამ მიზეზის გამო ტესტირების ეტაპს ვერ გაივლის.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
ხანძარი მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული.
როგორც topnews.com.ge-ს მკურნალმა ექიმმა განუცხადა, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ამინდი