Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩინური ნაწარმის გამოფენა და ჩინური მხარის გეგმები ქუთაისში

თარიღი : 8-11-2014, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჩინური მხარის მიერ მოწყობილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინური ნაწარმისა და სამშენებლო მასალების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენის გახსნამდე ჩინური მხარის დელეგაცია, რომელშიც საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე პინი, ჩინეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ-სავაჭრო საკითხთა მრჩეველი და ჰუალინგ ჯგუფის გენერალური მდივანი ვანგ შენგსინი შედიოდნენ, ქალაქის მერიაში ქუთაისის მერსა და იმერეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენაზე წარმოდგენილი ფაიფურის ჭურჭელი და სამშენებლო მასალები ჩინეთის ისტორიას ასახავს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ამგვარად ორი ერი ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეძლებს.

„ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. საუკუნეების წინ, აბრეშუმის გზამ მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ხალხი ერთმანეთს. რამდენიმე ათეული ჩინური კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში,“ - ამბობს ჩინეთის ელჩი.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისში ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. მერი იმასაც ამბობს, რომ ქალაქში განხორციელებულ ინვესტიციებს მოქალაქეთა დასაქმება მოჰყვება.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში იმერეთის რეგიონში ჩინური მხარის მიერ ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელდეს.


გსუურს, შენი კომპანიის, საწარმოს, ორგანზიციის თუ დაწესებულების შესახებ მოსახლეობა მეტად ინფორმირებული იყოს, მაშინ განათავსე იმერეთის ახალი ამბების სააგენტოზე რეკლამა. ( გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურეობას: თქვენს შესახებ ინფორმაციების გაშუქება, თქვენი კომპანიის რეკლამის საიტზე ბანერის სახით განთავსებას, პრესრელიზების მომზადება გავრცელებას სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდებზე, ფოტო-აუდიო, ვიდეო მომსახურეობას, პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას; დაგეგმილი ღონისძიებების წინასწარ ანონსირებას, მედიატურის და სემინარების ორგანიზებას,) ითანამშრომლე ჩვენთან და იყავი წარმატებული! ჩვენთან რეკლამა სიმბოლური თანხა ღირს. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე topnewscomge@gmail.com -ზე ან დაგვირეკეთ 595 01 82 49 598 38 27 60


ნანახია: 1693-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძარი მთელ ტერიტორიაზე გავრცელებული.
ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის პერსონალმა, ნეკერჩხლისა და ირმის რქის ჯიშის ხეები დარგეს.
ქუთაისის მერიის თანამშრომლებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ტესტირებას ორ ეტაპად ჩაუტარებს.
იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის განცხადებით, ავტომაგისტრალის გავლამ რომ არ გამოიწვიოს ქუთაისის ჩიხში მოქცევა, აქტიურად
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აცხადებენ, ისინი პოლიტკურ მოღვაწეობას კოალიცია ქართულ ოცნებასთან ერთად გააგრძელებენ.

ამინდი