Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთხოვს მუეფე კალისტრატე ქუთაისის მერიას და რა პრობლემა აქვს მეუფის საკუთრებას?

თარიღი : 7-11-2014, 21:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დაახლოებით ერთი კვირის წინ ქუთაისის მერიას დახმარების თხოვნით მიმართა.

სასულიერო პირი ქალაქის მერსა და ადგილობრივ თვითმმართველობას მის მიერ დაარსებულ რაგბის კლუბ „ბაგრატზე“ ზრუნვას სთხოვს, რადგან აღნიშნული კლუბი სავარჯიშო მოედნის გარეშე დარჩა. 29-ე საჯარო სკოლამ მისი კუთვნილი მოედნის დათმობაზე რაგბისტებს უარი ამავე სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელების საჭიროებიდან გამომდინარე უთხრა.

„დავრჩით მოედნის გარეშე და ვერ ვვარჯიშობთ. ეს მოედანი ჩვენს სავარჯიშოდ იდეალური არ იყო, თუმცა ბოლო ერთი წელია აქ გამოვდიოდით. ყველას მივმართავთ ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ,“ - ამბობს მორაგბე ბაკურ გოშაძე.

რაგბის კლუბი „ბაგრატი“ ქუთაისში 7 წლის წინ დაარსდა. დაარსების დღიდან დღემდე სტაბილურად ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. ბოლო 4 წელია კლუბი პირველი ლიგის გუნდებს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეიოფის თამაშებს ატარებს. ასევე, წარმატებით ასპარეზობენ ბაგრატის ნორჩი რაგბისტები.

მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი განმარტავს, რომ კლუბის პრობლემის გადაწყვეტის საკითხში ქალაქის მერი პირადად არის ჩართული. როგორც ჯუღელი ამბობს, კლუბს ან ალტერნატიულ მოედანს მოუძებნიან ან კიდევ არსებული მოედნის შენარჩუნებას შეეცდებიან.


ნანახია: 1770-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სავარჯიშო მოედნის დაკარგვა 200-მდე მორაგბის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს.
"კრისტალი" რაგბის კლუბ "ბაგრატ"-ს დააფინანსებს.
ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
როგორ ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სათვის არის ცნობილი, კერძო კომპანიისათვის საფეხბურთო მოედნის გადაცემასთან
უმაღლესი ლიგის საგზური ,,ბაგრატმა“ თბილისის ,,დინამო“-სთან 27:3 მოგებით მოიპოვა.
რაგბის კლუბ 'ბაგრატს' ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი' უწევს. 'კრისტალის' სახელს უკავშირდება სავარჯიშო

ამინდი