Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობები და კანონით გაწერილი ნორმები

თარიღი : 7-11-2014, 20:27 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge

1. კითხვა: გთხოვთ, გაგვიმარტოთ, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის რამდენი წევრით განახლების შემთხვევაში უნდა წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 811 1-ლი პუნქტის თანახმად: პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა.

2. კითხვა: გთხოვთ, გაგვიმარტოთ, არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

3. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, პარლამენტის რამდენ წევრს შეუძლია შექმნას უმრავლესობა და როდის შეიძლება შეიძლება შეიქმნას უმცირესობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ:

• თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს, ფრაქცია იძენს უმრავლესობის სტატუსს.
• უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს.
• უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას უმცირესობა.
• თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.
• უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

4. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს პარლამენტის რამდენი წევრის მხარდაჭერაა აუცილებელი სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 92-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად: საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონს, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.

5. კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, საქართველოს პარლამენტის რამდენი წევრის მხარდაჭერაა აუცილებელი მთავრობის მიერ პარლამენტის ნდობის მისაღებად?


პასუხი: განგიმარტავთ, რომ მთავრობის შემადგენლობისთვის საქართველოს პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიზლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92
ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge


ნანახია: 1875-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ
რა ასაკიდან არის ნებადართული ქორწინება?, როგორ ისჯება სქესობრივი კონტაქტი 16 წელს მიუღწეველ პირთან და დასაშვებია თუ არა
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.
მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას
როდის ითვლება კონკურსი ჩაშლილად და ითვალისწინებს თუ არა კანონი საჯარო მოხელეებისათვის გამოსაცდელ ვადას?," - ამ და სხვა საინტერესო

ამინდი